03 მაისი 2024,   14:58
ვრცლად
ქურდობა ქობულეთში - ცეცხლაძეების ბინიდან 15 000 ლარი მოიპარეს

ქობულეთში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინა გაქურდეს. შემთხვევა დღის საათებში მოხდა.

არსებული ინფორმაციით,  სახლში დაბრუნებულ ოჯახის წევრებს ბინის კარი გატეხილი დახვდათ.

როგორც დაზარალებული ცეცხლაძეები ამბობენ, 15 000 ლარის ოდენობით თანხაა წაღებული 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

დღის ამბები