ძალადობის ბრალდებით დაკავებული გოგი წულაია დუმილის უფლებას იყენებს. თუმცა, არ დუმს მისი ადვოკატი და პოლიტიკოსის პოტენციურ უნარებში ეჭვი შეაქვს.
ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებებს "თავისუფალი საქართველოს" ყოფილ წევრს მისი მეგობარი ქალი უყენებს, რომელსაც ამ ძალადობის კვალი სხეულზეც ეტყობა. დაზარალებული დღეს "კურიერთან" მომხდარის შესახებ დაწვრილებით საუბრობს.
ის ფიქრობს, რომ ეს წულაიასგან ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და შესაძლოა კიდევ იყვნენ სხვა მსხვერპლი ქალები, თუმცა ადვოკატი ამას პოლიტიკოსის ჩივილების გამო გამორიცხავს.