სამეგრელოში მანქანის ქურდობისთვის სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თურქული კომპანიის კუთვნილი ავტომობილი ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადამალეს, სადაც, შემდგომ რეალიზაციის მიზნით ნაწილებად დაშალეს.
სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნაქურდალი ავტომობილი დაშლილ მდგომარეობაში და მისი ნაწილები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.