19 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
დღეს ჩემი დაბადების დღეა და შეიძლება დავლიო? - პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

პრეზიდენტი დღეს AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.  პრეზიდენტს ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. პრეზიდენტს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია დახვდნენ.

პრეზიდენტმა ვაქცინის გაკეთებისაკენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს მოუწოდა.

"ეს იყო და ეს... დღეს ჩემი დაბადების დღეა, რა ვქნა, შემიძლია დავლიო?... ჩამიშალეთ  დაბადების დღე...

დღეს ჩავიტარე ურიგოდ ეს აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც ჯგუფში არ ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ რიგია მედპერსონალის და ნამდვილად საჭირო არის, რომ ისინი პირველად აიცრან.

თუ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, რომ ეს საშუალება გამოვიყენოთ, რამეთუ დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა და გამოვიდეთ კრიზისიდან," - განაცხადა პრეზიდენტმა

დღის ამბები