წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი.
ინფორმაცია "კურიერს" წალენჯიხის მერმა ბესო ფარცვანიამ დაუდასტურა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ნაკიფუში მოხდა. ადგილზე ამ დრომდე გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.