ვაქცინის შემდეგ კომაში ჩავარდნილი ექთნის და "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ დას ბოლოს გუშინ ეკონტაქტა. მისივე განცხადებით, 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ინტერნეტით შეიტყო.
"კომაში არისო და ახლა არ ვიცი რა მდგომარეობაშია. ბოლოს გუშინ ვნახე და ვაქცინის გაკეთებას აპირებდა დღეს. მეც ინტერნეტით გავიგე, რომ ეს მდგომარეობაა. დღეს კონტაქტი არ გვქონია," - განაცხადა 27 წლის ექთნის დამ.
ახალციხეში კლინიკა "იმედთან" ამ წუთებში თბილისიდან ჩასული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება. ისინი რამდენიმე წუთში 27 წლის ექთანს წამოიყვანენ თბილისში, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ ეტაპზე არის მძიმე.
კლინიკის ტერიტორიაზე ექთნის ოჯახის წევრები იმყოფებიან. ისინი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან დეტალურ განმარტებებს ელოდებიან იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება გამხდარიყო ექთნის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი.
ცნობისთვის, ვაქცინაციის შემდეგ ახალციხეში მედდა კომაში ჩავარდა. აცრის შემდეგ 27 წლის ქალს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რის შემდეგაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რა გახდა გართულების გამომწვევი მიზეზი.