ბრალის დამძიმების შემდეგ, გოგი წულაიამ წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს შიმშილობა გამოაცხადა. ადვოკატი საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებს და მტკიცებულებების ფალსიციფირებაზე საუბრობს.
"ბრალს არ დაეთანხმა და არც ხელი მოაწერა ოქმზე და არც ჩვენება მისცა გამოძიებას და აქვს უფლება, რომ ისარგებლოს დუმილის უფლებით. აპირებს სასამართლოზე გააკეთოს განმარტებები. სიმთვრალე არის ყოველთვის დამამძიმებელი და არ ვიცი საიდან მოიტანენ დასკვნას, რომ არ იმყოფებოდა ფხიზელი. საქმეში არსებული დასკვნა, რომ იყო ფხიზელი, ამოღებულია. თავად წულაია თვლის, რომ ეს არის მოწყობილი პროვოკაცია, ხელისუფლებას უნდოდა მისი დაჭერა და გამონახა ისეთი საშუალება, რომ მოახდინა ბრალდების ფაბრიკაცია,"- აცხადებს გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი.
გოგი წულაიას ბრალი დღეს დაუმძიმდა. ახლა გამოძიება პოლიტიკოსს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.