19 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
შეჩერდება თუ არა დროებით AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება - ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტთა ჯგუფი მსჯელობს

ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტები და დარგის სპეციალისტები ახალციხის კლინიკა "იმედში" მომხდარ ფაქტზე მსჯელობენ, რა დროსაც 27 წლის ექთანს, ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდება, შეჩერდება თუ არა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება გარკვეული ვადით.

შეხვედრაში მონაწილეობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე და სხვა სპეციალისტები.

დღის ამბები