19 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ვაქცინაციის შემდგომ კომაში ჩავარდნილი ექთანი ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს

AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შემდგომ კომაში ჩავარდნილი ექთანი ახალციხიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

დღეს, ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანი კომაში ჩავარდა. მედდას მეგი ბაქრაძეს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემდეგ ალერგიული, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

შემთხვევა ახალციხის "იმედის" კლინიკაში მოხდა. მედიკოსების შეფასებით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა საყურადღებოა. 

დღის ამბები