19 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ვაქცინის შემდგომ კომაში ჩავარდნილი ექთნის დის თქმით, ახალგაზრდა ქალი ალერგიული არასოდეს ყოფილა

27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, კვლავ მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კლინიკაში მედდის ოჯახის წევრები იმყოფებიან. AstraZeneca-ს ვაქცინის შემდეგ კომაში ჩავარდნილი ექთნის და აცხადებს, რომ 27 წლის ქალი აქამდე ალერგიული არ იყო.

კომაში მყოფი ახალგაზრდა ქალის კიდევ ერთი ოჯახის წევრი კი აცხადებს, რომ ახალციხის რეგიონის კლინიკა "იმედის" მედდას წარსულში გაკეთებული სხვა პრეპარატებით ვაქცინაციისას მეგი ბაქრაძეს რაიმე ტიპის გართულება არ ჰქონია. 

 

დღის ამბები