19 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთნის მკურნალობის პროტოკოლზე მსჯელობენ - კონსილიუმს ჯანდაცვის მინისტრი ესწრება

ამ წუთებში თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთნის მკურნალობის პროტოკოლზე მსჯელობენ. კონსილიუმს რომელსაც კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ექიმებთან ერთად მართავს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნიაც ესწრებიან.

შეგახსენებთ ახალციხის რეგიონის "იმედის" კლინიკის ახალგაზრდა ექთნის მდგომარეობა, რომელიც AstraZeneca-ს პრეპარატით აცრის შემდეგ კომაში ჩავარდა კვლავ მძიმეა. ის რეგიონიდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციიის გამოვლენის მიუხედავად ქვეყანაში straZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია არ შეჩერდება.

დღის ამბები