ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე საკრებულოს წევრებს მიმართავს.
ანა დოლიძის მთავარი მოთხოვნა დედაქალაქის ტერიტორიაზე საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შეჩერებაა.
"ქალაქში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს უპასუხისმგებლო განაშენიანება, რასაც თან ერთვის კორუფციული ინტერესი მერიის ჩინოვნიკების მხრიდან. ამ განაშენიანების უკან დიდი ფულია, რომელსაც აკეთებენ ჩინოვნიკები და რომელსაც არ სდევს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი უბნების მიმართ. დღეს წერილობით მივმართავ საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას, კეთილი ინებონ, მათ შორის, საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა, შეიკრიბონ და უსწრაფესად დადონ დასკვნა,"- აცხადებს ანა დოლიძე.