ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს.
"ახლა ვაქცინაციის პროცესს დისკრედიტაციის საშუალება არ უნდა მივცეთ. მნიშვნელოვანია სწორი და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულად ამ შემთხვევის შესახებ.
ჩართული იქნება ყველა საერთაშორისო დონეზე - ჯანმო, ვაქცინის მწარმოებლები და ა.შ. მივაწოდოთ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია, რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი.
არსებობს მოსაზრება, თითქოს კოვიდგადატანილებისთვის არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ვაქცინაცია, ეს არის დეზინფორმაცია და მტკნარი ტყუილი.
გული მწყდება, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს ტრაგედია კომერციული მიზნებით გამოიყენონ,"-აღნიშნა აკაკი ზოიძემ.