19 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
აიძულეს თუ არა მეგი ბაქრაძე ვაქცინა გაეკეთებინა - კლინიკაში ამბობენ, რომ ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია

ახალციხის კლინიკის რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძისთვის აცრა არავის დაუძალებია და ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი.

"არანაირი ძალდატანება არ ყოფილა, სახელმწიფომაც იცის, რომ აცრა იყო ნებაყოფლობითი. გაკეთდა მაქსიმალურად ყველაფერი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი,"-აღნიშნა გიორგი აფციაურმა.

ახალციხეში დაღუპული ექთნის მამა აცხადებს, რომ ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მის შვილს სამსახურს დაატოვებინებდნენ.

27 წლის მედდა კოვიდის ვაქცინის გაკეთების შემდეგ განვითარებული ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა.

დღის ამბები