სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია და ვაქცინაცია უსაფრთხოა - ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლება აქტიური საინფორმაციო კამპანიისთვის ემზადება.
რატომ არის იმუნიზაცია კორონაკრიზისის დასაძლევად ერთადერთი ეფექტიანი საშუალება - უახლოეს მომავალში ამ კითხვას თავად ჯანდაცვის მინისტრი გასცემს პასუხს, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრება.
ახალგაზრდა მეედდის გარდაცვალებამ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრი ორად გაყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ მედიკამენტ AstraZeneca-ს ორგანიზმში შეყვანა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ნაწილი კი იმუნიზაციის დროს შემდგომ გართულებებს ბუნებრივს უწოდებს.
სპეციალისტები თვლიან, რომ უკუჩვენებები როგოც აცრამ, ასვევე სხვა მედიკამენტებმა და საკვებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ეს ადამიანის ორგანიზმზე და ალერგიულ ფონზეა დამოკიდებული.
ოფიციალური ინფორმაციით, 21 მარტამდე სულ ჯანდაცვის სექტორის 3,818 თანამშრომელია აცრილი, დარეგისტრირდა 5,246.
AstraZeneca-ს ვაქცინაცია სულ 43,000 ადამიანზეა გათვლილი. იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება - ვაქცინაცია კი მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდება.