ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ რეგულირების სააგენტოს ახალციხის საქმეზე, ჯერჯერობით, დარღვევა არ აღმოუჩენია.
"რეგულირების სააგენტოს, ამ ეტაპზე, არავითარი დარღვევა არ აქვს აღმოჩენილი. რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს, სამხარაულის ექსპერტიზა - თავისი. საბოლოო ჯამში, ეს ორი მიმართულება შეჯერდება და ამით დაიდება დასკვნა,"-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.