დაბა ჩოხატაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ვაჩეიშვილების სახლში ხანძრის გაჩენის მომენტში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად, სავარაუდოდ, ელექტროენერგია სახელდება.