19 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ოკუპაციით გაყოფილი გლოვა - სამოქალაქო საზოგადოებამ დათა პაპა საქართველოს ჰიმნით გააცილა

თანამედროვე გმირი, რომელიც სიკვდილის შემდეგაც ოკუპაციის შესახებ ყველაზე მეტს ამბობს - გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილმა ნათესავებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დათა პაპა ჰიმნით და შეძახილებით გააცილეს.

მათ შორის, ვინც დათა ვანიშვილთან გამომშვიდობება ვერ მოახერხა, მისი შვილიშვილები და არაერთი უახლოესი ნათესავიც იყო. დაკრძალვამდე ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთში დარჩენილ მგლოვიარე მეუღლეს და შვილს სამძიმრის მისაღებად რიგრიგობით უწევდათ მათსავე ეზოში გაბმულ მავთულხლართთან გამოსვლა.

დათა ვანიშვილს ოკუპირებული ეზო ბოლო პერიოდში მძიმე ავადმყოფობის მიუხედავადაც არ დაუტოვებია. ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვალებამდე ბოლო თხოვნა მათ მიმართაც სწორედ ის ჰქონდა, რომ სახლი არ მიატოვონ.

დღის ამბები