03 სექტემბერი 2026,   19:21
ვრცლად
Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდვაქცინით 458 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს

Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდვაქცინით 458 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს. ვაქცინაცია ამ დროისთვის 134 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღიურად 11 მილიონზე მეტი პირი იცრება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეხუთე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება. ევროპის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 12%-ით გაიზარდა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - 49%-ით.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან და რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ კონტაქტები.

გერმანიაში გასული დღეების განმავლობაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, რის გამოც ქვეყანაში წერტილოვანი კარანტინი, რომელიც 16 დეკემბრის შემდეგ მოქმედებს, კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა.

დღის ამბები