04 სექტემბერი 2026,   04:59
ვრცლად
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა ხვალ შემოვა - ეკატერინე ტიკარაძე

ჯადაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი ლოკაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება, სადაც ვაქცინის ტრანსპორტირება მოხდება, შემდეგ კი ყველა იმ ცენტრში გადანაწილდება, სადაც იმუნიზაცია მიმდინარეობს.

"ჩვენთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ "ფაიზერის" ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრა.

დღის ამბები