19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ხომ არ იყო რეფრაქტერული ანაფილაქსიური შოკი, ამაზე პასუხს გასცემს კომისია - ელზა ვაშაკიძე

27 წლის ექთნის გარდაცვალების მიზეზებზე პასუხი ექსპერტიზამ და შესაბამისმა კომისიამ უნდა გასცეს.  თსსუ-ის პროფესორის, ინფექციონისტ ელზა ვაშაკიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მეგი ბაქრაძის შემთხვევაში ყველაფერი დროულად და პროტოკოლის შესაბამისად ჩატარდა, უნდა იქნას გამოკვლეული, ხომ არ ჰქონდა ადგილი რეფრაქტერულ ანაფილაქსიურ შოკს. როგორც ელზა ვაშაკიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, ბევრი ნიუანსია და დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე მიკროსკოპული კვლევის შედეგებსაც:

"უნდა გადაწყდეს იყო თუ არა ეს რეფრაქტერული მკურნალობისადმი. ანუ თუ ყველაფერი წუთობრივად ჩატარდა სწორად, ხომ არ იყო რეფრაქტერული ანაფილაქსიური შოკი. რეფრაქტერული ნიშნავს, რომ მკურნალობას არ ექვემდებარება, 100%-ით არ არის დაქვემდებარება თერაპიისადმი. გვყავს პაციენტები, რომელთაც სწორად ვმკურნალობთ მაგრამ დაავადება არ ექვემდებარება იმ გაწერილ პროტოკოლს რომელიც ჩვენ გვაქვს, ამაზეც პასუხს გასცემს კომისია. მიკროსკოპულ კვლევასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, ძალიან ბევრი ნიუანსია."- განაცხადა ელზა ვაშაკიძემ.

შეგახსენებთ, 27 წლის მეგი ბაქრაძის მდგომარეობა 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ დამძიმდა, მას სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ის მძიმე მდგომარეობაში ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა.

დღის ამბები