05 სექტემბერი 2026,   20:00
ვრცლად
მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ამუშავდება

კახა კალაძის განცხადებით, მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ამუშავდება. როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საბაგიროს რეაბილიტაცია ეკონომიკის სამინისტრომ ჩაუტარა, 320 მეტრი სიგრძის საბაგირო თბილისის მუნიციპალიტეტს გადმოეცემა და შესაბამისი შემოწმებისა და რევიზიის შემდგომ ამუშავდება.

კახა კალაძის თქმით, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა, რომ საბაგირო ტრანსპორტი ამუშავდეს დედაქალაქის სხვა ადგილებშიც და ამისთვის უკვე მიმდინარეობს შესაბამისი ტერიტორიების გამოყოფა.  დედაქალაქის მერის თქმით, უკვე კონკრეტულად შერჩეულია ორი ადგილი და მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა.

დღის ამბები