ზუგდიდიში მატარებლის ავტომობილთან შეჯახებისას დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაშავებულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი. ახალგაზრდა ქალს რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები ამ დრომდე უტარდება.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, უშლაგბაუმო ლიანდაგზე სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობოლს დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.