ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონას სპეციალისტები ყოველდღე აკვირდებიან. გაყოფილ ფერდობებს შორის მანძილი იცვლება, ასევე იმატებს ნაპრალის სიღრმე. ექსპერტები პირველად შედეგებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ რისკი დიდია.
გეოლოგების ინფორმაციით, მეწყრული ბლოკის გადაადგილება დაახლოებით სამი-ოთხი კვირის წინ დაიწყო, სიჩქარე კი 5 სმ შეადგენს. 3 დღეა თბილისს გერმანელი სპეციალისტები სტუმრობენ.
კახი კალაძე მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ პროცესი კონტროლდება და პანიკის საფუძველი არ არის.
პროგრესირებად მეწყერსაშიშ ზონაში სამშენებლო საქმიანობის წარმოება ამინდზეა დამოკიდებული, გზის სამშენებლო ტექნიკის მუშაობა მხოლოდ უხვი ნალექის დროს შეწყდება.