მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვიან ლეჩხუმში. მეწყერმა ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა და ათი ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს მოსწყვიტა. შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოებს უამინდობა აფერხებს.
ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქია ოთხი დღის წინ უხვი ნალექის შედეგად დაიწყო. ადგილზე ტექნიკა მორიგეობს იმისთვის, რომ მეწყრის გააქტიურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღონ.