01 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთს ამერიკული ჯარები დატოვებენ

ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთს ამერიკული ჯარები დატოვებენ, თუმცა უცნობია თარიღი.

ბაიდენის თქმითვე, მისი პრეზიდენტობის 100 დღის განმავლობაში​ კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის 200  მილიონ დოზას გამოიყენებენ.

თეთრი სახლის ლიდერი ჟურნალისტების კითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. ბაიდენი ეკონომიკას, საგარეო პოლიტიკას, პანდემიას, მიგრაციასა და სხვა საკითხებს შეეხო.

ბაიდენმა პრესკონფერენციაზე 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა.

დღის ამბები