04 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებს, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შეეხება.

"გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელ ნოემბერს 11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაითიშება ქ. მცხეთაში კარიბჭის, აღმაშენებლის, წმ. ნინოს, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, იბერიელის, მრევლიშვილის, კანდელაკის, ჯავახიშვილის, კოსტავას, მრევლიშვილის, სამხედროს ქუჩებზე; 11:00-იდან 14:00 საათამდე - არმაზის, გიორგობიანის ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, ნიჩბისი, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიაზე; 15:00-იდან 17:00 საათამდე - ქ. მცხეთაში ამირიანის, გამსახურდიას, მამულაშვილის, თაყაიშვილის, ერეკლე II, ანტიოქიის, გედევანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 15:00-იდან 16:00 საათამდე - საგურამოში, მუხრანში, ახალსოფელში.

11:00-იდან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, გლდანი, ლელუბანი.

15:30-იდან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში შერმადინის, ხატაეთის, კრისტიან სტივენის, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუგო ჰუბერტის, ბარონ დე ბაის, იან ჰომერის, არქანჯელო ლამბერტის ქუჩებზე, დიდ დიღომში.

ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება," - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები