31 ოქტომბერი 2024,   23:30
ვრცლად
მშენებლობა, საფინანსო საქმიანობა, ტრანსპორტი და ვაჭრობა - ქვეყნის ეკონომიკა ორნიშნა ნიშნულს უახლოვდება

საქართველოს ეკონომიკის სტატისტიკა მაღალ ნიშნულს სექტემბერშიც ინარჩუნებს. ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს გადასცდა. თითქმის 10 პროცენტია ბოლო ცხრა თვის მონაცემები. მშენებლობა, საფინანსო საქმიანობა, ტრანსპორტი და ვაჭრობა - "საქსტატის" დირექტორი იმ მიმართულებებზე საუბრობს, რამაც ქვეყანაში მაჩვენებლები გააუმჯობესა.

რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის წარმატებაზე აკეთებენ აქცენტს სამთავრობო გუნდში. ამბობენ, რომ ეკონომიკის მდგრადობას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებებიც ადასტურებს.

ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსების შეფასებით, მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ბიზნესისთვის სანდო ადგილია.

მიმდინარე თვის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ნოემბერში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები