04 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა

სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალურიპროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსურიკრიზისის გამო, ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობის მმართველმა კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ მანგანუმის მადნის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესი სრულად გააჩერა.  

საწარმოო პროცესის სრულად გაჩერების პირობებში, კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედისადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას.
 
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მმართველი გუნდის განცხადებით,  საწარმოებისხელმძღვანელებთან ერთად, რვა თვიანი კრიზისისშედეგები შეფასდა. კერძოდ,  მიმდინარე წლისმარტის თვიდან კომპანიას შუქრუთისმოსახლეობის პროტესტის გამო, იძულებით მოუწიაწარმოების 70%- ის შეჩერება, რასაც დაემატამსოფლიო ბაზარზე მადანის ფასის კლებისტენდენცია. დამატებით მოძიებული დაფინანსებისსაშუალებები კი ამ დროისთვის სრულად ამოიწურა.  
 
აღსანიშნავია, რომ არსებულ მძიმე პირობებში, როდესაც  საწარმოების დიდი ნაწილი 8 თვე გაჩერებული იყო, კომპანია თანამშრომლებსხელფასს სრულად, 100%-ს უხდიდა.
 
შიდა და გარე ფაქტორებმა ჭიათურის მადნის მწარმოებელ საწარმოებში მძიმე ფინანსურიკრიზისი შექმნა, რის გამოც კომპანიას იძულებითმოუწია სპეციალური რეჟიმის ამოქმედება.  
 
მომდევნო 4 თვის მანძილზე, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ შეეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოსკრიზისის დაძლევის გეგმა. გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისათვის, რომსაწარმოების ფინანსური მდგომარეობაგაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელურიგახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაოპროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს.
 

დღის ამბები