04 სექტემბერი 2026,   05:47
ვრცლად
ზუგდიდი-მესტიის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოწვა

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, 98-ე კილომეტრთან, სოფელ დიზთან კლდოვანი მასა ჩამოწვა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში "რუსთავი 2-ს" ფაქტი დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ გზის გასაწმენდად სპეციალური ტექნიკა ადგილზე უკვე მუშაობს. უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გზა, დაახლოებით, 3 საათში გაიწმინდება.

ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მასალა ახლდება. 

დღის ამბები