01 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
სუეცის არხში გიგანტური გემია გაჭედილი და უზარმაზარი საცობი შექმნა

სუეცის არხი კონტეინერმზიდ "Ever Given"-ს აქვს ჩახერგილი (შენიშვნა: გემზე წარწერა EverGreen წარმოადგენს გადამზიდი კომოანიის სახელს). მეჩეჩზე დამჯდარი გემის გამო სუეცის არხში საცობი წარმოიშვა, რომელშიც ამ დროისთვის 150 გემზე მეტია. ამის შესახებ BBC წერს.

"არ მინდა არავის შეშინება, მაგრამ ამას შეიძლება დაიკავოს დღეები და კვირებიც კი" - განაცხადა გერმანული კომპანია Smit Salvage-ის ხელმძღვანელმა პიტერ ბერდოვსკიმ.  ეს ის კომპანიაა, რომელმაც ამოიტანა ჩაძირული იტალიური საკრუიზო ლაინერი "კოსტა კონკორდია" და რუსული წყალქვეშა ნავი "კურსკი", ამჟამად კი სხვა ავარიულ-სამაშველო სამსახურებთან ერთად ცდილობს დაძრას ადგილიდან გიგანტური კონტეინერმზიდი.

"ეს სანაპიროდან ვეშაპის აწევას ჰგავს," - განაცხადა ბერდოვსკიმ.

"Ever Given" -მა სუეცის არხი სამშაბათს გადაკეტა და გემების უზარმაზარი საცობი შექმნა.

სუეცის არხზე მოდის მსოფლიოს სატვირთო გადაზიდვების 12% და რაც უფრო დიდხანს დგას იქ 400 მეტრიანი კონტეინერმზიდი, მით უფრო  განიცდის ამას მსოფლიო ვაჭრობა.  ამ დროისთვის არხის ორივე მხარეს უკვე მოგროვდა 150 გემზე მეტი.

ალტერნატიულ მარშრუტს,  რომელიც სამხრეთ აფრიკაში კეთილი იმედის კონცხთან გადის,  შესაძლოა, დაახლოებით ორი კვირით მეტი დასჭირდეს.

გემის მეპატრონემ,  იაპონურმა  ფირმა Shoei Kinsen-მა ხუთშაბათს ბოდიში მოიხადა იმ ზიანისთვის, რომელიც გლობალურ სატვირთო გადაზიდვებს მიადგა. მისი თქმით, სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ  200 ტონაზე მეტი წონის გიგანტი ადგილიდან დაძრან, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება.

დღის ამბები