რესპუბლიკური საავადმყოფო "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესს წყვეტს და სრულად გადადის "ფაიზერით" ვაქცინაციაზე. კლინიკის დირექტორის განცხადებით, მაშინ, როდესაც "ფაიზერის" ვაქცინა დამთავრდება, ვაქცინაცია კვლავ "ასტრაზენეკათი" გაგრძელდება.
"კლინიკა სამშაბათიდან სრულად გადადის "ფაიზერის" ვაქცინაციის პროცესზე. ამ პერიოდში შეწყდება "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია და როგორც კი დამთავრდება "ფაიზერი", რადგან ის შეზღუდულია, ამის შემდეგ, ვაქცინაცია კვლავ "ასტრაზენეკათი" გაგრძელდება," - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე.
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. "ასტრაზენეკას" პარალელურად, მეორე მედიკამენტით პირველ ეტაპზე 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრიან.
რეგისტრაცია გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დროისათვის პირველი დოზები თითქმის სრულად გაწერილია. მედიკოსებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში აქტივობა უფრო მაღალია.