06 სექტემბერი 2026,   22:47
ვრცლად
რას ითვალისწინებს სასამართლო რეფორმა - პარლამენტი კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

პარლამენტი სასამართლო რეფორმაზე მუშაობას იწყებს. ცვლილებები კანონმდებლობაში 4 მიმართულებით განხორციელდება. მიზანი სასამართლო სისტემაში არსებული საკითხების, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესების გაუმჯობესებაა. უმრავლესობის განმარტებით, ინიციატივა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და 29 მარტს ბიუროს სხდომაზე გავა.

"პროექტის მიზანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის კიდევ უფრო დახვეწა და შემდგომი გაუმჯობესება. შემოთავაზებულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა იყოს არა ნახევრად, არამედ სრულად ღია. ამასთან, ის ქულები, რომელსაც საბჭოს წევრები დაუწერენ კანდიდატებს და ამ პირების ვინაობა, ვინც შეაფასებს კანდიდატებს იყოს საჯარო. ამასთან, უზრუნველყოფილია, რომ გასაჩივრების წესი იყოს იმ ფორმით წარმოდგენილი, რომ თუკი კანდიდატი ერთხელ გაასაჩივრებს საბჭოს გადაწყვეტილებას, შეეძლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საბჭო, კიდევ ერთხელ გასაჩივრება,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

 

 

 

დღის ამბები