სუეცის არხის ჩახერგვის გამო გლობალურ ვაჭრობას დიდი ზარალი ადგება. უკვე რამდენიმე დღეა, ვეღარ ხერხდება ყოველდღიური 9 მილიარდი ღირებულების ტვირთის გადატანა.
ამის შესახებ Bloomberg წერს. ეს მაჩვენებელი ემყარება არხში ყოველდღიურად გამავალი ტვირთების საშუალო ღირებულებას.
სუეცის არხი კონტეინერმზიდ "Ever Given"-ს აქვს ჩახერგილი (შენიშვნა: გემზე წარწერა EverGreen წარმოადგენს გადამზიდი კომოანიის სახელს). მეჩეჩზე დამჯდარი გემის გამო, სუეცის არხში საცობი წარმოიშვა, რომელშიც ამ დროისთვის 180 გემზე მეტია. სუეცის არხზე მოდის მსოფლიოს სატვირთო გადაზიდვების 12%.