05 სექტემბერი 2026,   15:16
ვრცლად
აჭარაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია, რეგიონმა შესაძლოა ტურისტები მიიღოს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აჭარა ტურისტების მისაღებად მზად არის, განაცხადა, რომ აჭარის რეგიონში დღეს, ყველა სხვა რეგიონისგან განსხვავებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა.

"აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. იქ საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია. თუკი საზოგადოება ზედმიწევნით დაიცავს რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების ზომებს, პირველ რიგში კი, პირბადის ტარებას, შესაძლებელია რეგიონმა ტურისტები მიიღოს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები