04 სექტემბერი 2026,   04:58
ვრცლად
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო სხდომა გაიმართება

ახალციხელი მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში 29 მარტს იმსჯელებენ. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება საგანგებო სხდომა, სადაც იქნება წარმოდგენილი როგორც რეგულირების სააგენტო მოპასუხე,  ასევე ექსპერტიზა იქნება თავისი დასკვენებით. ჩვენ განვიხილავთ დეტალურად ფაქტს, რომელიც განვითარდა ახალციხეში, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეგი ბაქრაძე 18 მარტს  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, რამდენიმე წუთში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა.  27 წლის ექთანი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქმეზე გამოძიებაა დაწყებული.

დღის ამბები