იმერეთში Astrazeneca-ს ვაქცინით ამ დროისთვის 298 პირი აიცრა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, რეგიონში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესში რამე სახის გართულება არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება Pfizer-ის წარმოების ვაქცინას, იმერეთში ამ ეტაპზე 1200-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული და პროცესი გრძელდება. პირველი დოზები კი ორშაბათს შემოვა და იმუნიზაციის პროცესი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დაიწყება.
გოჩა გიორგიძე მოუწოდებს მოსახლეობას იაქტიურონ, რადგან არსებული ვაქცინები სრულიად უსაფრთხოა.