14 სექტემბერი 2026,   17:14
ვრცლად
ქართველმა სპორტსმენმა ფიგურულ სრიალში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ფიგურულ სრიალში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი მასპინძლობს, პირველი მედლების მფლობელთა ვინაობა გაირკვა.

"გლობალ არენაზე" მიმდინარე ჩემპიონატზე 17 წლის ქართველი სპორტსმენი ალინა ურუშაძე მე-20 ადგილზე გავიდა და პეკინის ზამთრის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

თავისუფალი პროგრამა სპორტულმა წყვილებმაც შეასრულეს. ყინულზე საქართველოს სახელით მოასპარეზე დუეტი - 16 წლის ანასტასია მეტელკინასა და 21 წლის დანიილ პარკმანი წარსდგა. წყვილმა მე-16 ადგილი დაიკავა.

დღის ამბები