19 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ჟურნალისტი დავით კაკულია მზად არის AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრას - ცნობილი სახეები საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ

27 წლის ექთნის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამ დროისთვის მხოლოდ 4 460 მოქალაქე აიცრა. იმ ფონზე, როცა ხელისუფლებას იმუნიზაციის აუცილებლობაში თავად მედიკოსების დარწმუნება უჭირს, ჯანდაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას იწყებს.

მათ შორის იქნებიან ჟურნალისტები და "რუსთავი 2-ის" სახეებიც. "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი დავით კაკულია, საზოგადოებას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს და სპეციალისტებს, ვინც ვაქცინაზე მუშაობდა ნდობას უცხადებს. ტელეწამყვანი მზად არის AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრას. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარების სურვილს გამოთქვამს კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაიაც. ის საზოგადოებას მოუწოდებს შანსი ვაქცინაციის გაკეთებაზე, ხელიდან არ გაუშვან. 

კამპანიის ფარგლებში მომდევნო დღეებში ცნობილი 100 ადამიანი საჯაროდ აიცრება.

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი





დღის ამბები