Walt Disney-ს ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი ანიმაციური ფილმების დუბლირება იწყება. კონკურსში გამარჯვებული ორი ქართული კომპანია გახდა - "სტუდია ფონოგრაფი", რომელმაც ანიმაციური ფილმისთვის Mulan სიმღერის ქართული ადაპტაცია შექმნა, ხოლო გახმოვანების კატეგორიაში "ბრავო რექორდსი" დასახელდა.
პროექტის ფარგლებში, მოთხოვნის თანახმად, უნდა განხორციელდეს Walt Disney-ს ყველა დროის საუკეთესო ანიმაციური ფილმების ქართულენოვანი დუბლირება, რაც ორიგინალი მუსიკალური კომპოზიციების ქართული ვერსიების შექმნასაც გულისხმობს.