19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ნახევარი მილიონი ლარი რეკონსტრუქციისთვის - ხარაგაულის ამფითეატრი აღდგენიდან ოთხი წლის შემდეგ უკვე ავარიულია

​ხარაგაულის ამორტიზებული ამფითეატრის რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტს ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა, თუმცა სოლიდური დანახარჯის მიუხედავად სარემონტო სამუშაოები არასათანადოდ შესრულდა.​აღდგენიდან ოთხი წლის შემდეგ, შენობა უკვე ავარიულია.

ფაქტზე ოპოზიცია გამოძიების დაწყებას მოითხოვს, თუმცა აღსანიშნავია, რომ კობა ლურსმანაშვილი, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრობის შემდეგ 2020 წელს კვლავ ხარაგაულის მერი გახდა ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

მაღალჩინოსანი ამფითეატრის არქიტექტურით და მშენებლობის ხარისხით კმაყოფილია, თუმცა შენობის დღევანდელ მდგომარეობას ადგილობრივების მხრიდან ჩადენილ ვანდალურ აქტებს უკავშირებს.

დღის ამბები