"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე დაწერა და ფოტოც გააზიარა.
"მქონდა არჩევანი "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის. სპეციალურად ავიცერი ასტრაზენეკათი. გასაგები მიზეზების გამო.
რა მნიშვნელობა აქვს რომლით აიცრი, როცა ორივე კარგია?" - წერს რომან გოცირიძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე.