აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ასტეროიდი Apophis-ი, რომლის დედამიწასთან შეჯახების საფრთხეც არსებობდა, სულ მცირე, მომდევნო 100 წლის განმავლობაში აღარ შექმნის საშიშროებას. NASA განმარტავს, რომ Apophis-ი დედამიწისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასტეროიდია. ის 2004 წელს აღმოაჩინეს.
ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების სავარაუდო თარიღად, თავდაპირველად, 2029 წელი მიიჩნეოდა, შემდეგ 2036, ბოლოს კი, 2068 წელი. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ბოლო განცხადებით კი, აღნიშნულმა თარიღმა კიდევ 100 წლით გადაიწია.