საერო პირებს, ბერებისა და მონაზვნების ნაწილს, რომელსაც მიტროპოლიტი სტეფანე ამბოხის მოწყობასა და მასში მონაწილეობაში ადანაშაულებს, მან დღეს ზიარების უფლება აუკრძალა, ნაწილს კი მოსანანიებლად კიდევ ერთკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა აბაშაში საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა.
მან ასევე პეტრე ცაავასა და მამა ანდრია სარიას ცრუ უწოდა და ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ქადაგების ბოლოს მიტროპოლიტმა სტეფანემ მედიის წარმომადგენლებსაც მიმართა და მათაც სინანულისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მედია საეკლესიო საკითხებს ცოდნის შესაბამისი კომპეტენციით უნდა აშუქებდეს.