19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
მეგი ბაქრაძის საქმეზე რეგულირების სააგენტო ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვასა და  დოკუმენტაციის შესწავლას - ზაალ კაპანაძე

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას. ამის შესახებ განცხადება დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძემ გააკეთა.

"საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას. შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაიგზავნება შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ.  მათი ანგარიშები მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განსახილველად წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით,"- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

დღის ამბები