07 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
მკვლელი დიეტური აბები - საფრანგეთში პრეპარატის არასწორად მოხმარებამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია პრეპარატ "მედიატორის" გამო არა წინასწარ განზრახვით მკვლელობისა და ტყუილისათვის დამნაშავედ ცნეს. 

გადაწყვეტილება საფრანგეთში მას შემდეგ მიიღეს, რაც ფირმის მიერ წარმოებული აბები დიეტურ წამლად დანიშნეს და ასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზად ჩათვალეს. საქმე საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროს სკანდალად იქცა.

Servier Laboratories ასევე 2,7 ევროთი დაჯარიმდა, თუმცა კომპანიას მოუხსნეს ბრალდება თაღლითობის კუთხით.  

6 500-მა მომჩივანმა კომპანია დიაბეტიკებისთვის განკუთვნილი პრეპარატის - "მედიატორის" დიეტურ აბებად გასაღებაში დაადანაშაულა. კვლევების თანახმად, პრეპარატმა მილიონი ადამიანიდან 2 000-ის სიკვდილი გამოიწვია.  

გარდაცვლილი ადამიანები აღნიშნულ პრეპარატს სამი ათეული წლის განმავლობაში მადის დათრგუნვის მიზნით იღებდნენ. ექიმებმა პრეპარატი გულისა და ფილტვების პრობლემებთანაც დააკავშირეს.

კომპანია არა წინასწარ განზრახული მკვლელობისთვის გაასამართლეს. 

 

დღის ამბები