გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30-31 მარტს დასვლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15+20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9+14 გრადუსი იქნება.
1-ლ აპრილს დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 1-ლ აპრილს +17+22 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10+15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში +14+19 გრადუსამდე დათბება.
ქ. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 - 31 მარტს +10+12, ხოლო 1-3 აპრილს +15+17 გრადუსი დაფიქსირდება. 2-3 აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.