05 სექტემბერი 2026,   12:09
ვრცლად
შეუჩერებელი პროცესია ხალხის სამართლიანი მოთხოვნა, მიტროპოლიტი სტეფანე იქნას გაწვეული - მამა ანდრია სარია

დღეს 15 საათზე საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიის სხდომა დაინიშნა - მთავარი თემა მღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებებია. რა გახდა მღვდელ-მონაზნვის საკითხის განხილვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მამა ანდრია (სარიას) განცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღევანდელ შეხვედრაზე საპატრიარქომ, ეს რეალობას ვერ და არ შეცვლის. მამა ანდრია (სარია) აცხადებს, რომ მასზე არაფერია დამოკიდებული და ჭყონდიდში მიმდინარე პროცესები იმ ხალხზეა დამოკიდებული, რომლებიც არაკანონიერად გამწესებული მიტროპოლიტი სტეფანეს გაწვევას ითხოვენ.

"მე მაქვს, რა თქმა უნდა უფლება და ვარაუდის საფუძველიც, დავუკავშირო ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებს და ამ თემის გადაფარვის მცდელობას, ვინაიდან განცხადებები, რასაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა გაგრძელდება და რა ვერდიქტიც იქნება გამოტანილი, ეს იმ რეალობას ვერ და არ შეცვლის.

ეს იმდენად შეუჩერებელი პროცესია იმ ხალხის სამართლიან მოთხოვნაზე, რომლებიც ითხოვენ, რომ არაკანონიერად გამწესებული მიტროპოლიტი სტეფანე იქნას გაწვეული და იმ საკითხებზე მსჯელობა დაწყებული, რასაც უკვე თითქმის 2 წელიწადია ითხოვენ, ითხოვენ სამართლიანად, არა რამე რევოლუციას, არამედ საეკლესიო კანონმდებლობით სასამართლოს გამართვას," - განაცხადა მამა ანდრიამ (სარია).

დღის ამბები