19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ხელოვანთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კულტურის მინისტრს 7 მოთხოვნით მიმართავს

"7 მოთხოვნა კულტურის რეფორმისთვის" - ხელოვანთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "გილდია" კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს და კულტურის ინდუსტრიის ძირეულ რეფორმას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნები ძირითადად კულტურული სივრცეების საქმიანობის გამჭვირვალობასა და დემოკრატიულობას ეხება. მათ შორისაა ფინანსური ხასიათის პრობლემების მოგვარებაც. მოთხოვნას კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.

"გილდიის" მთავარი მოთხოვნებია: 

განხორციელდეს კულტურის სტრატეგია 2025;

წახალისდეს კერძო ინიციატივა; 

გახდეს სახელმწიფო დაფინანსება გამჭვირვალე;

დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასი;

დაუბრუნდეს ავტონომია და დემოკრატია კულტურის კერებს;

გარდაიქმნას უფუნქციო ინფრასტრუქტურა შემოქმედებით ჰაბებად;

უზრუნველყოფილი იქნეს ჩართულობა კულტურის სფეროს მართვაში.

დღის ამბები