თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს წყალი 24 საათით შეუწყდება.
Georgian Water and Power-ის ინფორმაციით, დღეს, 1 აპრილს, მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი" წყალმომარაგების ახალ ქსელზე საბოლოო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
შესაბამისად, GWP-ის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, ხვალ, 1 აპრილს, 23:00 სთ-დან 2 აპრილის 23:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:
უბნების ჩამონათვალი, რომლის მოსახლეობასაც წყალი 24 საათით შეუწყდებათ:
საბურთალოს რაიონი:
ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელევანის გამზირს, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას და შესახვევებს, გოთუას, მუხრან მაჭავარიანის, ჭელიძის, ბიძინა ბარათაშვილი, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბის რაიონი: აღამაშენბლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10, 11, 12 კორპუსებს.
დიდ დიღომი: ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს; ბენდუქიძის დასახლებას.
ქოშიგორას დასახლება: ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამის ქუჩებს.
სოფელ ზურგოვანა: კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ქუჩებს.
ზაჰესი: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.